პოლიციამ კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან ორი მოქალაქე გაიყვანა 

08 ნოემბერი 2019, 18:56 1560 ნახვა

კინოთეატრ ''ამირანის'' მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სამართალდამცველებმა გაიყვანეს მეორე მოქალაქე, რომელიც კინოჩვენებაზე შესვლას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა. 

ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანებაც. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან. 

კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარში“ და მათი თანამოაზრეები აქციას მართავენ, ისინი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. სკანდირებენ ''სირცხვილი'', ''სირცხვილი''. 

რადიკალური დაჯგუფებები პოლიციის კორდონის გარღვევას და კინოთეატრში შესვლას რამდენიმე წუთია ცდილობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი