სკანდალურ კინოჩვენებამდე დაახლოებით ერთი საათი რჩება - ვითარება „აპოლოში“

08 ნოემბერი 2019, 18:05 1472 ნახვა

სკანდალურ კინოჩვენებამდე დაახლოებით ერთი საათი რჩება. ის, რომ ფილმის მიმართ ინტერესი დიდია, რეკორდულად მოკლედ დროში სრულად გაყიდული ბილეთებიც და ერთმანეთის მიყოლებით გამართული მუქარის შემცველი ბრიფინგებიც ადასტურებს. „და ჩვენ ვიცეკვეთ“  - პრემიერა დღეს საქართველოს 6 კინოთეატრშია დაგეგმილი.  იმ ფილმის შინაარსს, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეული ჯგუფები ერთი კვირაა აპროტესტებენ.

მათ შორის არიან ლევან ვასაძის მომხრეები, „ქართული მარში“, ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია,  პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ამბობენ, რომ პრემიერის ჩასაშლელად ყველა ღონეს მიმართავენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ძალადობას ადგილი არ ექნება. ვინც, ამბობს, რომ ფილმის ჩვენება გარყვნილების პროპაგანდაა რამდენიმე ლოკაციაზე  სირცხვილის კორიდორები მოაწყვეს,  უკვე ორი საათია ისინი შეკრებილები არიან.

ბათუმის კინოთეატრთან  დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. "აპოლოსთან" მოქალაქეთა ის ჯგუფიც შეიკრიბა, რომელიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას აპირებს. აპოლოში კინოლოგებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი