პეტრე ცაავას შემდეგ ზოგიერთ მღვდელთმთავარს ღიად დაუპირისპირდა და ბრალდებები გაახმოვანა საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა გიორგი სხილაძემ. მან დღეს საფრთხის გამო საქართველო დატოვა. იგი პროკურატურას მუქარის წერილების შესწავლას სთხოვდა.
სკანდალი თავდაპირველად ილია მეორეზე საუბრით დაიწყო. სწორედ ამ განცხადებებიდან და პეტრე ცაავას სავარაუდო მხარდამჭერებიდან გამომდინარე ახლა უკვე სხვა მღვდელთმთავრების შესაძლო გაფრთხილებაზეც საუბრობენ. ასეთად ახლა მეუფეები გრიგოლი და ანტონი სახელდებიან.
სხვათაშორის საპატრიარქოსთან დაპირისპირების გამო სინოდიდან წლების წინ განაყენებს მეუფე ქრისტეფორე. იგი ბოლო პერიოდში საერთო კრების მოწვევას ითხოვდა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნულ ეკლესიას დაქვემდებარებული მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი იპოვეს.