შვიდი საათია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები მინსკის მიმართულებით რეისის შესრულებას ელოდებიან. რეისი, რომელიც დილის 4:40 საათისთვის უნდა შესრულებულიყო ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ბათუმის აეროპორტის ცხელ ხაზზე გვითხრეს, მინსკის მიმართულებით ფრენა ძლიერი ქარის გამო, გადაიდო. ოპერატორის ინფორმაციით, მგზავრების ჩასხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და თვითმფრინავი 12:00 საათზე გაფრინდება.
ბათუმში გუშინ მთელი დღის განმავლობაში წვიმდა.