სოციალურ ქსელში დახოცილი ძაღლების ფოტო ვრცელდება, სადაც წერია, რომ თბილისში, 3 დღის წინ დაკარგული ძაღლები, დიღომში ტყვიით დახოცილი იპოვეს. პოსტზე თანდართულ ფოტოზე ჩანს სამი ძაღლი, რომელიც სისხლშია დასვრილი.
"3 დღის დაკარგული მიკედლებული ცუგები ტყვიით დახოცილები იპოვა! ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
გთხოვთ ყველას, დაგვეხმარეთ რომ ეს ბოროტება არ შერჩეს მის ჩამდენს. ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ პმ. მადლობა წინასწარ" - წერია ძაღლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ვებგვერდზე - "საინფორმაციო გვერდი "მატილდა" მიკედლებული ცხოველები საქართველოში".
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაადასტურეს, საქმე აღიძრა 259 მუხლის 1 ნაწილით, რომელიც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რომელმაც მისი დაღუპა ან დასახიჩრება გამოიწვია.