სოფელი არსენაული - პრობლემა გზის განათება; სოფელი კორომხეთი - პრობლემა წყლის საკითხი; სოფელი ძენწმანი - პრობლემა შიდა გზების კეთილმოწყობა - ასე, 10-ზე მეტი პრობლემა ქედის ერთ-ერთი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ერთ წერილში მოაქციეს და მერიას გაუგზავნეს. მანამდე კი საკითხები სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე დაბა ქედის რწმუნებულს პირადად გააცნეს.
სამი სოფლის წინაშე წლების განმავლობაში არსებული, დღემდე გადაუჭრელი პრობლემები და მოსწავლეების მიერ შეთავსებული რწმუნებულის როლი ქედაში.