ახალი წელი ასოცირდება თოვლთან და მახსოვს ის ემოცია, როცა 2018 წელს როცა ზუსტად 31 დეკემბერს გათოვდა.წელს სამწუხაროდ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, თუმცა ბათუმისგან განსხვავებით თოვლი არის ხულოში. ამიტომ ახალ წელს აქ ნაძვის ხესთან, ღია სივრცეში ხვდება ასაკის მიუხედავად ყველა. ანსამბლი არგინეთი ოთხი დეკადაა ინახავს ადგილობრივ სამუსიკო ტრადიციებს და მომავალ თაობებს ხელოვნებას აზიარებს, იმის მიუხედავად, რომ ხშირად ანსამბლს მოცეკვაბეები ეთიშებიან, სამწუხაროდ მიგრაციის მიზეზით, დარჩენილები ენთუაზიამს არ კარგავენ. დანებებას არა, პირიქით გაძლიერება აქვთ მთავარ მიზნად და 2022 წელს განახლებული იდეებითაც ხვდებიან.