აჭარიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება - ჯაბა ფუტკარაძე

28 თებერვალი 2022, 18:14 1807 ნახვა

აჭარიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება, შესაბამისი თანხების მოძიება კი როგორც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ასევე მუნიციპალიტებების ბიუჯეტიდან მოხდება - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა.

"აჭარის სარეზერვო ფონდიდან მობილიზებული იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების და მედიკამენტების შეძენა მოხდება. აჭარის მთავრობა კავშირზეა დამეგობრებულ რეგიონების ქალაქების წარმომადგენლებთან და მათი საჭიროების შესაბამისად იქნება ტვირთი შესყიდული და მიწოდებული. ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა აჭარაში მყოფი უკრაინის ვიზიტორების შესაბამის სასტუმროებში განთავსება.

ამ ეტაპზე საერთო ჯამში 200 ათასი ლარის ღირებულის დახმარების გაწევა, ეს თანხა მობილიზებული იქნება როგორც სარეზერვო, ასევე მუნიციპალიტებების ბიუჯეტებიდან", - აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი