ქობულეთში ავარიის დროს დაშავებული ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო სამდიცინო დახმარების ცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ავტომობილში მყოფი გოგონა, სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში, მრავლობითი ტრავმით შეიყვანეს, ხოლო მეორე დაშავებული ბიჭი, მრავლობითი დაზიანებით მოათავსეს კლინიკაში.
სოფელ ქობულეთში ავარია დღეს, 29 ოქტომბერს, მოხდა. ავარიის შედეგად ორი მე-12 კლასელი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა ხეს შეეჯახა.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ავტომანქანაში 6 თანაკლასელი იჯდა. ორი გარდაიცვალა, ორს მძიმე ტრავმები აქვს, ხოლო ორი შედარებით მსუბუქად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.