თვალთხარია - ვიკიპედიაში საქართველის პრემიერ-მინისტრის შესახებ ინფორმაციაში, ეს შეფასება ქართულად არის გაკეთებული.
მოქმედ პრემიერ მინისტრს, ამ ზედმეტსახელით აქცია #სირცხვილიას აქტივისტები მოიხსენიებდნენ.
რომლებიც, 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის, ე.წ. გავრილივის ღამეს, მოქალაქეების ძალისმიერი მეთოდით დაშლას აპროტესტებდნენ. აქციის დაშლის დროს, გამოყენებულმა რეზინის ტყვიებმა, ათეულობით მოქლაქეს თვალი დაუზიანა. ორმა მონაწილემ კი თვალი დაკარგა.
აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო.
მისი გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციები იმართებიდა, თუმცა სამი თვის შემდეგ, ის პრემიერ მინისტრად დაინიშნა.
ვიკიპედია ონლაინ-ენციკლოპედიაა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდი ვიკიმედია.