რა ხდება საპატრიარქოში? - შეფასებები

28 ოქტომბერი 2019, 12:22 1096 ნახვა

სკანდალურ წერილში საუბარია იმაზე თუ როგორ აიძულებდა პროკურორი მამუკა ვასაძე დეკანოზს არ არსებული დანაშაულის აღიარებას და ამ დანაშაულში კი სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის დასახელებას სთხოვდა.  საქმეების შემკერი პროკურორი- მოიხსენიებს მამუკა ვასაძეს დეკანოზი,  ეს ის პროკურორია, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამათლეობის კანდიადტია.

გიორგი მამალაძე მედიისთვის გამოგზავნილ წერილში  წერს, რომ მას ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ კი რა ზეწოლა ვერ მოახდინეს, მუქარა დაიწყეს მისი ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების მისამართით. დეკანოზი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ის ფარდას ახდის საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს, ამით კი მისი თქმით არაერთ ადამიანს გადაარჩენს.  დეკანოზის თქმით მისი დაკავებით სოსო ოხანაშვილი ჩამოაშორეს საპატრიარქოს, მეუფე დიმიტრი კი გაანაიტრალეს, როგორც ერთ ერთი კანდიდატი  პატრიარქობის.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი