ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნაგვის ურნა დაიწვა. მოქალაქემ ურნაში, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი ჩააგდო. ბათუმის ''სანდასუფთავების'' ინფორმაციით, ცეცხლი თანამშრომლებმა ჩააქრეს, თუმცა ურნა გამოსაყენებლად უვარგისია.
,,სანდასუფთავება'' მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და ურნებში არ მოათავსონ ისეთი საგნები, რომლებიც ცეცხლს გააჩენს.