1 ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

01 ნოემბერი 2019, 11:00 4503 ნახვა

დღეიდან, 1 ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება.  ცვლილებით აუცილებელი ხდება, თუ ​პასპორტი დაგეკარგათ ან მოგპარეს მიმართოთ სამართალდამცველ უწყებას ცნობის მისაღებად.. 

თუ პასპორტი საზღვარგარეთ დაგეკარგათ, მაშინ უნდა მიმართოთ დაუყოვნებლივ საკონსულოს. ამ უწყებებიდან თქვენ მიიღებთ შესაბამის ცნობას, პასპორტის დაკარგვისა და საჩივრის ჩაბარების შესახებ.

სწორედ ეს ცნობა გახდება საფუძველი, ახალი პასპორტის დასამზადებლად იუსტიციის სახლში. 

მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, ხოლო მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს.

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.

„სიახლე იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“, – აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში