აშშ-ის საზღვაო ხომალდი USS Porter ბათუმის პორტში

22 ოქტომბერი 2019, 20:00 1421 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter ბათუმშია. გემი ნავსადგურში დრეს დილით შემოვიდა. ეს ამ ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც საელჩოს მიერ გავრცელებული ცნობით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ თანამშრომლობას. გემის სლოგანია “თავისუფლების ჩემპიონი,” ასე რომ ამერიკული ხომალდის მეთაურის ქრეგ ტრენტმის განცხადებით, სწორე თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება ამერიკა და ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც. ხომალდი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

ხომალდი მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს, ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვაა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი