ბათუმის სამ უბანს წყალი ღამის საათებში შეუწყდება - ქუჩების ჩამონათავლი

22 ოქტომბერი 2019, 12:10 6646 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლების ნაწილში, ბარცხანასა და გოროდოკში აბონენტებს წყლის მიწოდება დღეს ღამით შეუწყდებათ. "ბათუმის წყლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. 

ნახეთ ქუჩები, სადაც გაითიშება წყალი:

00:00 საათიდან 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება - ბარცხანის დასახლებას; იმედაშვილის ქუჩას; ბაქოს ქუჩას; მაქაცარიას ქუჩას; მერკვილაძის ქუჩას; კანდელაკის ქუჩას; შავშეთის ქუჩას; ნონეშვილის ქუჩას; ბაქრაძის ქუჩას; ქათამაძის ქუჩას; თამარ მეფის გამზირს; ჭიჭინაძის ქუჩას; აგარაკის ქუჩას; ლორთქიფანიძის ქუჩას; დიასამიძის ქუჩას; შრომის ქუჩას; კაზინეცის ქუჩას; ქათამაძის შესახვევს; ნობელების ქუჩას.

„ბათუმის წყალის" ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

"გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით" - აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი