გუშინ, საღამოს საათებში, გონიოში მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. 12 წლის გოგო, სკოლის მიმდებარედ ქუჩაზე გადადიოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა დამუხრუჭება ვერ მოახერხა. ისინი ყვებიან, რომ მოზარდი კონტაქტური იყო, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის საავადმყოში გადაიყვანა.
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ 12 წლის გოგოს ქალა-ტვინის დახურული დაზიანებები აღენიშნებოდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მათივე განმარტებით მოზარდი კონტაქტური იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.