აჭარაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით, ყოველთვიურად სპეციალისტს 1000 ადამიანი მიმართავს

21 ოქტომბერი 2019, 11:19 2008 ნახვა

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის დიაგნოზით (მძიმე და მსუბუქი ფორმები) 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ აჭარაში ყოველთვიურად აღრიცხვაზე 1 000 ახალი პაციენტი რეგისტრირდება, გასათვალისწინებელია, რომ ამ სტატისტიკაში ითვლება ყველა ის მოქალაქე, რომელის ნებისმიერი მიზეზით, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს მიმართავს. მათ დიდ ნაწილს დაავადების რთული ფორმა არ უდგინდება. 1000 ადამიანიდან დაახლოებით, 70-80 პაციენტს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება. 

ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მაჩვენებელი 2017 წელს დრამატულად  გაიზარდა. პრაქტიკულად წინა წლების მონაცემები გაორმაგდა. თუ 2008-2009 წლებში რეგისტრირებულ პაციენტთა რიცხვი 2000-დან 2005-მდე მერყეობდა, 2017 წელს 5000 მიაღწია. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სტატისტიკის ზრდა, დიდი წილად გარემოს, მძიმე სოციალურ მდგომარეობას, და დიდი დოზით ინტერნეტმოხმარებას უკავშირდება. მათივე განმარტებით, ეს მხოლოდ აჭარის და საქართველოს პრობლემა არ არის,  ტენდენცია მთელს მსოფლიოშია მზარდია. 

ძირითადად ფსიქიკური დარღვევები სხვადასხვა სახის დეპრესიულ აშლილობას,  შიზოფრენიას, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას მოიცავს. მათ შორის დეპრესიული აშლილობა ყველაზე ხშირად გვხვდება.

სტატისტიკის მიხედვით, კლინიკებსა და სპეციალისტებს უფრო ხშირად მამაკაცები მიმართავენ. განსაკუთრებით კი, 18-დან 29 წლის ასაკის კაცები.

 

უფრო ვრცლად სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია და სპეციალისტების განმარტებები წაიკითხეთ ლინკზე: http://ajaratv.ge/article/50243

 

 

 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი