ქობულეთში ციტრუსის შტაბი გაიხსნა

16 ოქტომბერი 2019, 20:20 1662 ნახვა

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა დღეს თამარის დასახლებაში. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფერმერების ნაწილს პირადად აცნობა. ამ შეხვედრაზე მეციტრუსეებს შეკითხვები არ დაუსვამთ, თუმცა სოფლებში მთავარი კითხვები და წუხილი მანდარინის ხარისხს და რეალიზაციას ეხება.

ქობულეთის სოფლებში ფიქრობენ, რომ შესაწამლ საშუალებებზე წელს იმდენად დიდი თანხა დახარჯეს, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, ისევ მხოლოდ ბაღების მოვლას დასჭირდება. შიშობენ რომ დაბალი ხარისხის მანდარინის რეალიზაცია მათ გაუჭირდებათ. სწორედ ამაში და სხვა საკითხების გადაჭრაში უნდა დაეხმაროს მოსახლეობას საკოორდინაციო შტაბი. მანდარინის კრეფის დაწყებამდე ერთი თვე რჩება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი