აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 13 კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ.
კომისიის წევრებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს.
შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან: რაულ ბერიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნათია სირაბიძე, სოსო სტურუა, არჩილ ხახუტაიშვილი, სტელა ახვლედიანი, რუსლან ბარამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ დიასამიძე, თამილა დოლიძე, გია ქარცივაძე გელა ღოღობერიძე, თამარ წილოსანი.
მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი თავდაპირველად 23 პირმა გამოთქვა, მათგან კონკურსის მეორე ეტაპზე 19 გადავიდა, 4 კი გამოეთიშა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს, ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.