ფრთხილდ იყავით!!! კიბერდანაშაულის მსხვერპლი ვარ!!! ბარათიდან თანხა ამაცალეს - მოქალაქის წერილი

14 ოქტომბერი 2019, 17:48 9994 ნახვა

ფრთხილდ იყავით!!! კიბერდანაშაულის მსხვერპლი ვარ!!! ჩვეულებრივ სახლში ვალაგებდი, დღის საათები იყო, თიბისი ბანკიდან მომივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ჯერ არ მივაქციე ყურადღება, ალბათ სარეკლამო იქნებათქო გადავწყვიტე, შემდეგ კი მეორე მოვიდა, მას მესამე ესემესი მოჰყვა... ცოტა შევეჭვდი და ავიღე ტელეფონი, ვნახე რომ TBC ბანკის შეტყობინება იყო. ეწერა, რომ ჩემი ანგარიშიდან 200-200 ლარი, ჯამში 600 ლარი ჩამოიჭრა.

დავაკვირდი მესიჯებს და ლიდერბეთი შევნიშნე, დავიწყე ბარათს ძებნა და ის ჩემს ჩანთაში ვიპოვე. სასწრაფოდ დავრეკე პოლიციაში, მივხდი, რომ კიბერდანაშაულის მორიგი მსხვერპლი ვიყავი.

სასწრაფოდ მივედი პოლიციაში, ანგარიში დავბლოკე და ველოდები რას მეტყვიან ბანკში, სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი, დამიბრუნებენ თუ არა თანხას. 

"ასე ჩემი ქორწინების ბეჭდის თანხის ნაწილი ვიღაც გარეწარმა შემიჭამა, რომ შემეძლოს გავიგო ვინა ვცემდი ალბათ!! თანხა რამდენიმე დღეში მქონდა გადასარიცხი. ასე უნამუსო როგორ უნდა იყო!!!!!! ახლა გავიგე, რომ ბევრს აქვს მსგავსი ფაქტი, პოლიციაში მითხრეს, რომ ათობით შეტყობინებაა შესული ამ ტიპის დანაშაულზე" - გვწერს თეონა. 

როგორც თავად ამბობს, საგამოძიებო უწყებაში სქემაც გააცნეს, რა შემთხვევაში ვერ პოულობენ დამნაშავეს და ვერ აბრუნებენ თანხას. 

"პირი უკანონოდ მოიპოვებს ბარათის მონაცემებს, ქმნის ლიდერბეთზე ექაუნთს - არასწორი პირადი მონაცემებით, შემდეგ კი ხსნის თანხას და ეთამაშება სწორი მონაცემებით შექმნილ მეორე ექაუნთს (საკუთარ თავს), ან სანდო პირს. აგებს მასთან თანხას და ურიცხავს წაგებულ ფულს. ამის შემდეგ, პოლიციისთვის შეუძლებელი ხდება დაადგინოს, ნამდვილად ეთამაშებოდა ამ პირს, თუ წინასწარ შეთანხმებულად თაღლითური სქემის ნაწილი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი