„შემოდგომა ქედაში“ – სახალხო ზეიმზე მუნიციპალიტეტში, ეთნოგრაფიული, გასტრონომიული, ფოლკლორული გამოფენები და სპორტული შეჯიბრება მოეწყო. სტუმრები აჭარული კერძების მომზადების პროცესს გაეცნენ, დაესწრნენ ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობის და კალათების ქსოვის მასტერკლასებს.
საპატიო ქედელის წოდება, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ფრიდონ თურმანიძის დედასა და მილიციის ყოფილ მაიორ გოგი სურმანიძეს მიენიჭა. გამოვლინდა ხუთი ღვაწლმოსილი ქედელიც, მათ შორის მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე.
დღის ბოლოს სოფელ ვარჯანისში ღვინო დაწურეს. ღონისძიებაში ადგილობრივი და ქალაქ კრემენეცის ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდნენ. სახალხო ზეიმი ელექტრონული მუსიკით დასრულდა. „შემოდგომა ქედაში“ 1960-იანი წლებიდან იმართება, მას თავდაპირველად „სასოფლო -სამეურნეო გამოფენები“ ერქვა.