ბავშვთა უფლებათა დაცვის პროგრამის განხილვა აჭარიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა ქობულეთში გაიმართა.
მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით შეთავაზებული 10 პროგრამიდან, მათ საჭიროებებზე მორგებული მინიმუმ სამი პროგრამა უნდა შეარჩიონ.
მოქალაქეებმა ქობულეთში ძირითად გამოწვევად დედათა და ბავშვთა თავშესაფრის არარსებობა, ასევე ხარისხიანი განათლების მიწოდება დასახელდა. დასკვნითი შეხვედრა თბილისში ჩატარდება.