ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალი 7 საათით გაითიშება

11 ოქტომბერი 2019, 10:39 4286 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს, 11 ოქტომბერს, ავარიული დაზიანების გამო 11:00 საათზე 18:00 საათამდე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდება. 

წყალი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე: 26 მაისის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;

კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;

მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;

ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი