ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი ხვალ გაიმართება

12 ოქტომბერი 2019, 11:20 2343 ნახვა

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, უამინდობის გამო ერთი დღით გვიან გაიმართება. ფესტივალი 12-ის ნაცვლად 13 ოქტომბერს ევროპის მოედანზე გაიხსნება და 14 ოქტომბერს დასრულდება.  

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ტრადიციულ კერძებს, სოფლის პროდუქტებს და ხელნაკეთ ნივთებს გამოფენენ. ასევე იქნება გასართობი პროგრამაც. 

ფესტივალის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი