მოსახლეობას გაზის მიწოდება დღეიდან ეტაპობრივად აღუდგება

11 ოქტომბერი 2019, 11:00 4864 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოები ერთი დღით ადრე დაასრულეს, ამიტომ მოქალაქეებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 11 ოქტომბერს  დილიდან აღუდგებათ. რეგიონში გაზი უკვე მიეწოდება რამდენიმე მსხვილ ობიექტს, მათ შორის ბათუმის პურის ქარხანას.

მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში გამაფრთხილებელ შეტყობინებებს​ sms-ის სახით მიიღებენ. ''სოკარი'' მოსახლეობას მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული ბუნებრივი აირის  ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარის''  ცხელ ხაზზე: 16 114

თავდაპირველი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 12 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. გაზი აჭარაში 93 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა. „სოკარის“ განმარტებით, მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოები იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი