დღეს, ბათუმის ბულვართან, ნინოშვილის ქუჩაზე მოსეირნე ბატი გადაიღეს. მას უკან დაცვის თანამშრომელი მიჰყვება. ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მოქალაქეებს ფრინველი ზოოკუთხიდან გაქცეული ეგონათ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.
ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეში ამბობენ, რომ მათი სამი ბატი ადგილზეა და ფრთებდაჭრილები მხოლოდ წყალში ჭყუპმალაობენ. როგორც ზოოკუთხეში გვითხრეს, ბატებს სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ და პრევენციულად ფრთებს აჭრიან.
ვიდეოში ჩანს, რომ ნინოშვილის ქუჩაზე მოსეირნე ბატს ფრთები აქვს და სეირნობის შემდეგ გაფრინდა.
ფოტო და ვიდეო:
Meqi Beradze