საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მესტვირეობის ტრადიციას - გუდასტვირის/ჭიბონის დამზადება, ოსტატ-შეგირდობა, საშემსრულებლო ხელოვნება და მესტვირული პოეზია, ზეპირი ტრადიცია და გამოხატვის ფორმა, საშემსრულებლო ხელოვნება - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ბრძანებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 27 სექტემბერს მოაწერა, 3 კი ოქტომბერს არამატერიალური ძეგლების რეესტრში აისახა.
მიმდინარე წლის იანვარში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ''ხაჭაპურის ტრადიციასაც'' მიენიჭა.