უკრაინაში მოკლული ქართველი კრიმინალის ქელეხზე ქალი მანქანით ხალხში შევარდა

09 ოქტომბერი 2019, 10:59 2844 ნახვა

უკრაინაში მოკლული კრიმინალის, ადამინების გატაცებასა და მკვლელობაში ნასამართლევი, ძებნილი, შოთა ჭიჭიაშვილი ქელეხში მოქალაქე მანქანით შეიჭრა და ორ ადამინს შეეჯახა. 

შემთხვევა ახმეტაში გუშინ, საღამოს 7 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანას ქალი მართავდა და ის რესტორანთან ხალხში მოულოდნელად შევარდა. ქელეხი დასრულებული იყო და შოთა ჭიჭიაშვილის ახლობლები უკვე გარეთ იმყოფებოდნენ. ორმა მოქალაქემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთს ფეხი აქვს მოტეხილი.  ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველებიც მივიდნენ. ინფორმაცია ''მთავარმა არხმა'' გაავრცელა. 

კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში 2 ოქტომბერს მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციელები იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი, მან ცეცხლი გახსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი