ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერში ისტორიულ სახლს ანგრევენ

08 ოქტომბერი 2019, 15:52 3841 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერში ისტორიულ სახლს ანგრევენ. კორპუსი, სადაც წლების წინ ბრიტანელი ჯარისკაცები ცხოვრობდნენ რამდენიმე თვეა ცარიელია. 

აღნიშნულ მონაკვეთზე სახლის აშენებას MJM Group აპირებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია 2018 წელს შემოღობეს, ნებართვა კი მხოლოდ მას შემდეგ აიღეს, რაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალა მოამზადა.  

ტროტუარზე, სამშენებლო ღობის უკანონოდ მოწყობისთვის მაშინ კომპანია არ დაუჯარიმებიათ. 

გორგილაძის 116-ში  სახლი ისე დაცალეს, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიას მერიიდან არ ჰქონია, დაახლოებით 2 კვირის წინ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერიაში უთხრეს, რომ  MJM Group-ს კორპუსის მშენებლობის ნებართვა ისევ არ მიუღია. 

10 ივნისს, კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ გამორიცხული არ იყო, სახლს რესტავრაცია ჩატარებოდა და ოჯახები უკან დაებრუნებინათ. 

აჭარის მაუწყებელი დღეს ბათუმის მერიას ისევ დაუკავშირდა, დაახლოებით ერთი საათია ველოდებით პასუხს, მიიღო თუ არა კომპანიამ სახლის დემონტაჟის ან ახალი ობიექტის მშენებლობის ნებართვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი