ცოტა ხნის წინ თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქცია დაიწყო

07 ოქტომბერი 2019, 20:37 1556 ნახვა

ცოტა ხნის წინ თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქცია დაიწყო - სოლიდარობის აქცია თამთა თოდაძის მხარდასაჭერად იმართება. საუბარია, ქალზე რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის კი ჯერ კიდევ არაა ბრალი წარდგენილი.

სწორედ სწრაფ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ აქციის მონაწილეები, ამასთან მოითხოვენ თოდაძის დაზარალებულად ცნობას. „ეს არ არის მხოლოდ თამთას ბრძოლა, ეს ყველა ქალის ბრძოლაა საქართველოში!“ – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი