„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ : „20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფოს ქმედებები შერჩევითია“

07 ოქტომბერი 2019, 15:28 1035 ნახვა

სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია-ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს. რომლის მიხედვითაც ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები არ აჩვენებს საქმის ყოველმხრივი და სამართლიანი გამოძიების სურვილს, უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებები გაცილებით ინტენსიურია დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს.

მესამე სექტორი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გამოძიებას და  მიაჩნიათ, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს სამართალდამცავი უწყებების ყველა ის თანამშრომელი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი