ძველ ბათუმში კიდევ ორ ისტორიულ სახლს დაანგრევენ

04 ოქტომბერი 2019, 18:05 1932 ნახვა

ძველ ბათუმში კიდევ ორი ისტორიული სახლი დაინგრევა. ბათუმის მერიის სამშენებლო ნებართვის საფუძველზე გენერალ მაზნიაშვილისა და ნოე ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების ნაცვლად 5 სართულიანი სასტუმრო აშენდება.
 

სამუშაოებს კომპანია  შპს „პროგრეს სიტი“ ასრულებს,  რომელმაც ტერიტორია უკვე შემოღობა. ქალაქის მუნიციპალიტეტში დღეს სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს. ისე კი განმარტეს, რომ დამკვეთმა  სამშენებლო ნებართვა მერიისგან სასამართლო გადაწყვეტილებით მიიღო.

შპს „პროგრეს სიტის“ წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტს ისტორიულ ზონაში  15 მეტრი სიმაღლის შენობაზე ნებართვის მისაღებად  2017 წელს  მიმართეს.  ვინაიდან მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში იგეგმებოდა, მერიამ პროექტი განსახილველად ზონალურ საბჭოს გადაუგზავნა.

ზონალურმა საბჭომ თავმჯდომარისა და კიდევ ერთი წევრის გამოკლებით თანხმობა განაცხადა. გადაწყვეტილების მიუხედავად ქალაქის მერმა ძველ ბათუმში 15 სართულიანი ობიექტის მშენებლობაზე ური თქვა,  რაც „პროგრეს სიტი“-ს ხელმძღვანელობამ სასამართლოში გაასაჩივრა. ქალაქის საკრებულოს დადგენილებით ისტორიულ ნაწილში 12 მეტრზე მაღალი სახლის აშენება აკრძალულია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი