''ქართული ოცნების'' დეპუტატი გია ვოლსკი „ლელოს“ წევრის, კახა კოჟორიძის გაბცხადებას გამოეხმაურა. მოძრაობა „ლელოს“ წევრმა,თქვა: „არ ვარ წინააღმდეგი, ხაჭაპური ვოლსკიმ გამოაცხოს, რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა“.
მმართველი გუნდის წევრი კი, კოჟორიძეს კვერცხების მოხარშვას სთავაზობს.
''სხვათა შორის, ხაჭაპურების ცხობა არ მეხერხება, მაგრამ კოჟორიძემ კვერცხები მოხარშოს. ეს განცხადებები არასერიოზული მგონია. ქალების მიმართ არასასიამოვნო დამოკიდებულებაა. მთავარია, რაც ცქიტიშვილმა თქვა, რომ თავის სისტემაში ყველაფერზე პასუხისმგებელია და ინფრასტრუქტურა ჩვენს თვალწინ ვითარდება. მაია ხაჭაპურსაც კარგად აცხობს და თავის საქმესაც შესანიშნავად უძღვება“, – დასძინა ვოლსკიმ.
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.