ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, აქტუალური ხდება ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი. ძირითად გამოწვევებზე ახლახან ენერგო ომბუდსმენმა ისაუბრა. სალომე ვარდიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში დღემდე არსებული პრობლემები, რომელზე რეაგირებაც სათანადოდ ისევ არ ხდება.
არადა წლის დასაწყისი საგანგაშო იყო ტრაგიკული შემთხვევებით თბილისში, ახლახან კი სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად, ზესტაფონში დაიღუპა დედა და ორი შვილი. ზოგადი სტატისტიკით აფეთქების ან გაჟონვის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარებია. რა შეიცვალა რეგულაციებში და რისი გათვალისწინებაა აუცილებელი მომხმარებლებისთვის.