ქობულეთის სანაპირო ზოლზე 6 კაფე-ბარის დემონტაჟი მოხდება - მერია

25 სექტემბერი 2019, 14:27 2490 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ბულვარის მოწყობისთვის სანაპირო ზოლზე ექვსი კაფის დემონტაჟს აპირებს.

მერია კაფე - ბარების აღებას დაახლოებით აჭყვას სანიაღვრე არხიდან თამარ მეფის სანაპიროს 100 ნომრამდე გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიმდინარეობს რეკრეაციული ზოლის მოწყობა.

ამ ტერიტორიაზე მოქმედ ექვს კაფე-ბარს საიჯარო ხელშეკრულების ვადა გასული აქვთ და ისინი უკანონოდ ფუნქციონირებენ - ამბობენ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

ქობულეთის მერიაში ასევე გვითხრეს, რომ შემდეგ ეტაპზე იმ კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება, სადაც ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმება და დაიწყება.

აღნიშნული 850 მეტრიანი რეკრეაციული ზოლის კეთილმოწყობა, გეგმის თანახმად დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

დღეს ქობულეთში, გამგეობის გვერდით, სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ "მონოპოლში" დემონტაჟისთვის აღსრულების ბიურო შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი