საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დღევანდელი სეანსების ნაწილი ქართულ ფილმებს დაეთმო. ქართველი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები კინოთეატრ “აპოლოში” აჩვენეს. წარმოდგენილი იყო ამირან დოლიძის “ცხოველი”, გიორგი თავართქილაძის “ცუდი ხალხი”, ნიკა ქურდაძის “კარს მიღმა” ნიკოლოზ გუგუშლის “გაბანა” და სოსო ბლიაძის “ტრადიცია”.
სეანსი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მას კინო მოყვარულებთან ერთად ფილმების ავტორებიც ესწრებოდნენ. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – ბიაფი 15 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ დაიხურება. ხვალვე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც.