დღეს დილიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ონკანში მღვრიე წყალი მოდის. ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყველა გაწვიმების შემდეგ სასმელი წყალი ტალახიანია.
'' წლეებია ქობულეთში მოსახლეობას ეს პრობლემა გვაწუხებს, რას ვსვამთ არავინ ვიცით. ონკანში წყალი მოდის რომელიც ყავისფერია და სილა მოყვება. მზიან ამინდში წყალი საერთოდ არ გვაქვს,გაწვიმდება და თქვენც კი ხედავთ როგორი წყალია''- გვიყვება ადგილობრივი სოფელ კვირიკედან.
ფოტო: ლელა ვერულიძე
''4 მილიონიანი წყალი მაქვს ონკანში. გეპატიჟებით ჩემთან, რომ დარწმუნდეთ ამ ჭეშმარიტებაში.
რით ვერ მოგვარდა ეს საკითხი, რომ XXI საუკუნეში ყოველი გაწვიმებისას ასეთი წყალი არ გვქონდეს ხუცუბანში? '' - წერს საკუთარ ფეიბუქ გვერდზე ქობულეთის საკრებულოს წევრი ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ლელა ვერულიძე.
ფოტო: ბონდო თედორაძე