„SOS რივიერა“- ''ბათუმი რივიერას“ წინააღმდეგ დღეს, 17:00 საათზე, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. საზოგადოება "ბათომისა" და საინიციატივო ჯგუფ "დაიცავი ბათუმის" წევრები რივიერას მშენებლობას გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები თვეებია ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან რადგან პროექტი ეწინააღმდეგება ისტორიული განაშენიანების პრინციპს და საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას.
საინიციატივო ჯგუფმა და 800-მდე ბათუმელმა, ხელმოწერილი დოკუმენტი მერიაშიც შეიტანა. არაერთი ხმაურიანი საჯარო განხილვა გაიმართა ბათუმის საკრებულოშიც, თუმცა „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა 22 აგვისტოს პროტესტის ფონზე მაინც დამტკიცდა.