სამაშველო ოპერაციაში ლაბრადორები ჩაერთვებიან

17 სექტემბერი 2019, 15:49 1899 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებს. 

მაშველი ძაღლები ძებნა-გადარჩენის ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას. კინოლოგიური სამსახურის გაძლიერების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფებიან გერმანელი სპეციალისტები. 

ისინი კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში კინოლოგიური სამსახურის  ახალი ცხოველებით გაძლიერებას გეგმავს.  მათივე თქმით, მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება ოთხფეხა მეგობრების საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი