“არა ცათამბჯენებს რივიერაზე” - დაგეგმილი აქცია გადაიდო

15 სექტემბერი 2019, 12:40 1586 ნახვა

''ბათუმი რივიერას“ წინააღმდეგ დღეს დაგეგმილი აქცია გადაიდო. საზოგადოება  "ბათომისა" და საინიციატივო ჯგუფ "დაიცავი ბათუმის" წევრები რივიერას მშენებლობას ხუთშაბათს, 19 სექტემბერს გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები თვეებია ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან რადგან  პროექტი ეწინააღმდეგება ისტორიული განაშენიანების პრინციპს და საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას. პროექტის შეჩერების მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფის წევრებმა არაერთი აქცია გამართეს.საინიციატივო ჯგუფმა  და 800-მდე ბათუმელმა, ხელმოწერილი დოკუმენტი მერიაშიც შეიტანეს.

რომელშიც  პროექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იყო საუბარი. არაერთი ხმაურიანი საჯარო  განხილვა გაიმართა ბათუმის საკრებულოშიც, თუმცა  „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა 22 აგვისტოს პროტესტის ფონზე მაინც დამტკიცდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში