"სირცხვილიას" აქტივისტი, ირაკლი არეშიძე ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა მას სახეში დაარტყა. როგორც არეშიძე აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ყვება შემთხვევა გონიოში მოხდა.
"აივანზე ვიყავი, დავინახე ზაქარია ქუცნაშვილი და ჩემი ნაცნობი ორი ქალი იდგა, რაღაცაზე კამათობდნენ როგორც გავიგე. იქიდან ვეძახდი როგორ ბედავთ და დიალოგებში შედიხართ, არ გაქვს მორალურად ამის უფლებათქო. ვეძახდი "გავრილოვის" მონა ხარ, შენს გამო ხალხი ციხეში ზის და თვალები აქვთ ამოთხრილი, დაზარალებულები არიან, შენ კი აქ ისვენებთქო. ქვემოდან ისინი რაღაცეებს მემუქრებოდნენ.
რომ გამოვედი ჩემოდნით, დაინახა. სახლთან დამხვდა სამივე - ქუცნაშვილი, მისი ცოლი და დაცვა. ეს ქალი მომმვარდა, შენ ვის უწოდე მონაო? ვუთხარი შენს მეუღლესთქო, გამოაქანა და დამარტყა. ზაქარია ქუცნაშვილს რეაქცია არ ჰქონია" - ჰყვება ირაკლი არეშიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.