აჭარაში ესპანელი ჟურნალისტები იმყოფებიან. ისინი რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპოტაჟებს ამზადებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და ბლოგები მეზობელი ქვეყნების გარდა ისრაელში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გამოქვეყნდა.