წერილის ექსპერტიზა, საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა, - განაცხადა "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა. საუბარია იმ წერილზე რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მას გიორგი გახარიამ მისწერა. ბიზნესმენს იმედი აქვს , რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ექსპერტიზის შუალედურ შედეგს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან და მთლიანად საქმესთან დაკავშირებით, ორ დღეში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება და იქ ისაუბრებს.