დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები მოუსმენენ.
პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასთან შედგება. ისინი ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობასთან შეხვედრას არ აპირებდნენ, თუმცა 5 სექტემბერს, გადაწყვეტილება შეცვალეს.
ხვალ, 7 სექტემბერს კი, მინისტრობის კანდიდატებს „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.