აგვისტოში ინფლაციამ 4.9% შეადგინა

04 სექტემბერი 2019, 18:08 1651 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხვალ ერთი ამერიკული დოლარი 2.96, ევრო კი – 3.26 მეასედი ლარი ეღირება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს 1.6-ჯერ აჭარბებს. ეროვნული ბანკის ცნობით, მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური უწყება  აღნიშნავს, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, კვლავ დაბალია და 2.4 პროცენტს შეადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის სისუსტეზე მიუთითებს.

ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის, 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზრდის შედეგად, 98 000-ზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი