საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ გადადგომის თხოვნით გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილს თავად მიმართა. თავიდან გუნდში თანხმობა არ იყო, შემდეგ კი კონსულტაციები პარტიის ოფისში გაგრძელდა.
მამუკა ბახტაძე თქვა, რომ რისთვისაც მოვიდა ის მიზანი შესრულებულია და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც მარტივი იყო.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე პოსტიდან წასვლა მხოლოდ მისი სურვილი იყო, თუ გუნდის გადაწყვეტილება ბახტაძემ განაცხადა, რომ: მე მოვედი კონკრეტული მანდატით და კონკრეტული მიზნით. ეს მიზანი შესრულებულია. უფრო მეტიც მე გითხარით, რომ კონსულტაციები თანამდებობის დატოვების შესახებ დავიწყე გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილთან და ეს გაგრძელდა რამდენიმე თვე. მე როდესაც ამირჩიეს ამ პოსტზე, ჩემს მინისტრთა კაბინეტზე რაღაც არაგაზომვადი მიზნები არ მქონოდა. მე ამ პოსტს სხვანაირად არც დავთანხმდებოდი.
ჩვენი ამოცანა იყო, შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო და დაგვეწყო მისი დანერგვა. ეს გაკეთდა... შესაბამისად, უკვე გაზაფხულის ბოლოს მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა.
თავიდან როცა გადადგომაზე დავიწყე საუბარი, თანხმობა არ იყო. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამაზე კონსულტაციები იყო პარტიის ოფისში და არასად სხვაგან''.