უმაღლესი საბჭოს მორიგ ინიციატივას პარლამენტი განიხილავს

30 აგვისტო 2019, 17:30 1328 ნახვა

ლადო მგალობლიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით  მხარი დაუჭირა. „ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით იზრდება ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში.

განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების, ასევე სისტემური ხარვეზების გამოვლენის უფლებამოსილება.

ცვლილების  შემთხვევაში, ამავე უწყებებს შეუძლიათ ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორის უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. ასევე დაითხოვონ სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი