ხელისუფლებაში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კიდევ გაკეთდა განცხადებები. უმრავლესობა ცვლილებებს არც უარყოფს და არც ადასტურებს, ოპოზიციას კი ცვლილებების იმედი არ აქვს და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ''ქართულ ოცნებაში'' მთავარი ფიგურაა.
ცნობილია, რომ პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა ან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჩაანაცვლოს.