აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და ევრონიუსს შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა

30 აგვისტო 2019, 11:03 1222 ნახვა

აჭარის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ტელეკომპანია ევრონიუსის მენეჯმენტი გაეცნო. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.    

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო მასშტაბით რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ევრონიუსის მეშვეობით ბოლო წლებია აქტიურად ახორციელებს.

ევრონიუსის წარმომადგენლები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბათუმის მერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და  ბათუმის საავტორო კინოფესტივალის BIAFF მენეჯმენტს შეხვდნენ.
 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში