17 მლნ უკანონო ტრანზაქციაში ბრალდებული, თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატი პროკურატურას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც უწყება ამბობს, რომ არა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, არამედ ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს, ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ.
დღესვე ამავე საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენის, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამა, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატი ამბობს, რომ გუშინ მიიღეს დაუსაბუთებელი და მკაცრი გადაწყვეტილება.